გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში საუკეთესო მკითხველების გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა
12-04-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო პროექტები და კონკურსები ეწყობა.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში კონკურსი კითხვაში ჩატარდა. მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, „საუკეთესო მკითხველებს“ სიგელები და წიგნები გადაეცათ.

„ეს აქტივობა ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების და წიგნიერების უნარ-ჩვევის განვითარებას“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგები სკოლაში მოსწავლეებს წიგნის კითხვის სიყვარულს ადრეული ასაკიდანვე უღვივებენ, რაც მათი ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203