ჩაისუბნის N2 სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - საბა მოფინაძე და გოგა აბულაძე კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
11-04-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - საბა მოფინაძე და გოგა აბულაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მათ ლეპტოპები საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის მიენიჭათ. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეები არიან.
მოსწავლეთა დამრიგებელი მილედი კობალაძე გახლავთ.
სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს