
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელი სიურპრიზით გაახარეს.
მოსწავლეებმა, ფერადი ფურცლებითა თავიანთი დიზაინით, მრავალფეროვანი ყვავილები დაამზადეს და საჩუქრები პედაგოგს დაახვედრეს.
მოსწავლეებისთვის, ისივე როგორც საჩუქრით გახარებული პედაგოგისთვის დღე ძალიან სახალისოდ და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
„ასეთი საოცარი სიურპრიზი მომიწყვეს. რა უფერული, ცივი და არაფრისმთქმელი იქნებოდა სამყარო ეს საოცარი ბავშვები, რომ არ არსებობდნენ... ჩემი პირველი კლასი“, - აღნიშნავს მასწავლებელი ლია მარგიშვილი.
იხილეთ ფოტოები: