
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში, სააღდგომო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე ბავშვებმა აღდგომის დღესასწაულზე ისაუბრეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს დს იცეკვეს.
მოსწავლეებმა, წითელი კვერცხებიც შეაჭიდეს, სადღესასწაულო პასკებიც დაჭრეს და დააგემოვნეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
მოსწავლეები ზეიმში დიდი მონდომებითა და შემართებით ჩაერთნენ, მათთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ დღესასწაულის საზეიმო ვითარებაში აღნიშვნის შესაძლებლობა მიეცათ.
იხილეთ ფოტოები: