მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლიზი ტაბატაძე და ლექსო გაბისონია სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
11-04-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლეები - ლიზი ტაბატაძე და ლექსო გაბისონია პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მათ ლეპტოპები საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის მიენიჭათ. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეები არიან.

დაჯილდოების ცერემონიალს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან, მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან, საკრებულოს თავჯდომარე ალექსი გილაშვილთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ლელა ფანოზიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრებთან ერთად დაესწრო, რომლებმაც წარჩინებულ მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები პირადად გადასცეს.

სკოლაში ლიზი ტაბატაძეს და ლექსო გაბისონიას წარმატება მიულოცეს თანაკლასელებმა, მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორმა ლეილა ყორღანაშვილმა.

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203