
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებასა დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიზნით, სკოლაში არაერთი შთამბეჭდავი აქტივობა ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია გაზაფხულისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი აქტივობა.
მოსწავლეებმა, კედლის გაზეთი შექმნეს და გაზაფხულის თემატიკით, მრავალფეროვანი დეკორაციებით გააფორმეს.
ბავშვებისთვის, გაზაფხული ხალისის შემომტანი იყო, ეს კი პლაკატზე შთამბეჭდავად ასახეს.
მსგავსი აქტივობებით, მოზარდები შემოქმედებით უნარებს ივითარებენ და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის სურვილი უჩნდებათ.
იხილეთ ფოტოები: