მირაშხანის საჯარო სკოლის მოსწავლე თემურ სურმანიძეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა
12-04-2023
ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე თემურ სურმანიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მას ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.