„პლაკატი და აფიშა“ - ვაჩიანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა საინტერესო ღია გაკვეთილი 
12-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა - კრისტინა კაზარიანმა, მე-9 კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა - „პლაკატი და აფიშა“, გახლდათ.

გაკვეთილზე, მოსწავლეებმა განიხილეს საბჭოთა კავშირის პერიოდის მხატვრების ნამუშევრები, პლაკატებისა და პოსტერების მნიშვნელობა და როლი რევოლუციურ ეპოქაში.

პლაკატის მხატვრობის პრინციპის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებმა პლაკატები მათთვის საინტერესო აქტუალურ თემებზე გააკეთეს, მათ შორის ბულინგზე, ეკოლოგიასა და სხვა თემებზე.

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი ძალიან  საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა, ისინი სამუშაო პროცესში დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203