მირაშხანის საჯარო სკოლაში ხელნაკეთი ყვავილების საქველმოქმედო გამოფენა- გაყიდვა გაიმართა
11-04-2023
ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო, გასართობი თუ კულტურული ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, დედის და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ხელნაკეთი ყვავილების საქველმოქმედო გამოფენა- გაყიდვა. საქველმოქმედო ღონისძიებაზე აუქციონის წესით, მეორე კლასის მოსწავლეთა შექმნილი სხვადასხვა სახის ხელოვნური ყვავილები გაიყიდა.
მეორე კლასის ხელმძღვანელი ზოია ფუტკარაძე გახლავთ. ღონიძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ პედაგოგები და მოსწავლეები, განსაკუთრებით იაქტიურა მეთორმეტე კლასის მოსწავლე რამაზ ქამაშიძემ, რომელმის აუქციონს წარუძღვა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აუქციონი ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა, შეგროვებული მცირედი თანხა კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადაეცათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს