ვაჩიანის საჯარო სკოლის დირექტორის - მარინე ჩომარიანისა და X კლასის მოსწავლეების შთამბეჭდავი გაკვეთილი
11-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო დღეებს სთავაზობენ, რაც მოზარდების მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

სკოლის დირექტორმა მარინე ჩომარიანმა X კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „ტერორიზმი“.

მარინე ჩომარიანმა გაკვეთილი დაგეგმა კომპიუტერების ოთახში, სადაც გამოიყენა არაერთი პლაკატი, სატელევიზიო და აუდიომასალა.

„მოსწავლეები მაღალი სააზრონვო უნარით გამოირჩეოდნენ და დირექტორის მითითებულ დავალებებსაც გულმოდგინედ ასრულებდნენ, გაკვეთილი ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა“,- გვიყვება პედაგოგი მადონა მურმანიშვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203