„გარდატეხის ასაკის ლაბირინთები“ - საინტერესო პროექტი ივანდიდის საჯარო სკოლაში
11-04-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა და კლუბი „აქტიური მოქალაქეები“, ახორციელებს პროექტს - ,,გარდატეხის ასაკის ლაბირინთები“.  

მიმდინარე პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა, ბიოლოგიის პედაგოგთან დარეჯან ფირცხალავასთან და სკოლის ექიმთან ნანა ეფრემიძესთან გაიმართა.

შეხვედრის მთავარ მიზანს გარდატეხის ასაკში მომხდარი ფაქტების გაზიარება, მათი პრევენციის გზებზე მსჯელობა, მასალის დამუშავება და დისკუსიის მოწყობა წარმოადგენდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, ხონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ცენტრის ეპიდემიოლოგ ია კოხრეიძესთან და ექიმ-რადიოლოგ შორენა ჩხიკვიშვილთან. 

შეხვედრის მთავარ მიზანს კი წარმოადგენდა  გარდატეხის ასაკის თავისებურებებისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების (ნაადრევ ასაკში ქორწინების რისკების, ვირუსული ინფექციების) გამომწვევ მიზეზებზე, პრევენციის და გადაჭრის გზებზე მსჯელობა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელები: ლია ჩიხლაძე, შორენა გუბელაძე და ელიზა ლიპარტელიანი გახლდათ.

„პროექტს ხელმძღვანელობის სახელით მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს და მოწვეულ სტუმრებს, დროული და საჭირო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებისთვის.

ასევე, მადლობა არსებული კლუბის წევრებს აქტიური ჩართულობისთვის და  საინტერესო პროექტების განხორციელებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203