
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო პროექტები იმართება.
ამჯერად, სკოლაში სამეწარმეო კლუბი - „მიმდემი“ ჩამოყალიბდა, რომლის ფარგლებში კლუბის დებულებიდან გამომდინარე სასკოლო საზოგადოება საინტერესო აქტივობებს მართავს.
„აქტივობებით ვლინდება მოსწავლეების ჩართულობის მაღალი ხარისხი - ისინი საინტერესოდ მუშაობენ, სხვადასხვა მასალისგან, საკუთარი ხელით ქმნიან დეკორაციებს, ავლენენ მაღალ შემოქმედებითობას და ოსტატობას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საკლუბო მუშაობის ფარგლებში, მოხუცებულ ქალბატონებსა და დღის ცენტრის ბენეფიციარებს ესტუმრნენ.
„კლუბის ფარგლებში, მოვინახულეთ ასაკოვანი ქალბატონები, ჩვენი სოფლისა და მეზობელი სოფლის - ხიზაბავრის „დღის ცენტრის“ ბენეფიციარები. გვჯერა, მომავალშიც კიდევ მრავალ კეთილ საქმეს გავაკეთებთ ჩვენს პატარებთან ერთად“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის, რაზეც სკოლა ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: