„შევქმნათ მეტი მწვანე სივრცე“ - ერკეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის გარემოსდაცვითი ინიციატივა 
11-04-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის ეკოკოკლუბი, გარემოსდაცვითი მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

ამჯერად, ეკოკლუბის წევრებმა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობა - „შევქმნათ მეტი მწვანე სივრცე“, ჩაატარეს.

აქტივობის ფარგლებში, სკოლასა და მის მიმდებარე ტერიტორიას (ერკეთის საბავშვო ბაღი) ნაძვის ნერგები კიდევ შეემატა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში, თემის რწმუნებულიც აქტიურად მონაწილეობდა.

ეკოკლუბელებმა, წინასწარ დაამუშავეს ნიადაგი, ნაძვნარში შეარჩიეს ისეთი ნერგები, რომელთა გადატანაც არ დააზიანებდა გარემოს.

როგორც ეკოკლუბის წევრები აღნიშნავენ, ახალი ბინადრები მათი მზრუნველობის ქვეშ იქნებიან, არ მოაკლდებათ წყალი, მზის სხივი და მოვლა-პატრონობა.

„ნერგები გაიზრდებიან და ცისკენ გაიწევენ, ჩვენ გავიზრდებით და სკოლას დავემშვიდობებით, მაგრამ ჩვენი დარგული ნაძვები ყოველთვის მოგვაგონებენ „შეჩერებულ წამს“,- გვიყვებიან ეკოკლუბის წევრები.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203