
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, 9 აპრილთან დაკავშირებით, საინფორმაციო ღონისძიება მოაწყვეს.
მოსწავლეებმა გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედია და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირული გმირები. იმ დღის მოვლენები, რომელიც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერა - „დღე გლოვისა და დღე გამარჯვების“.
ახალგაზრდა გმირების თავგანწირვას უშედეგოდ არ ჩაუვლია, სწორედ ამან განაპირობა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის დაბრუნება და ქართველი ერის სურვილის აღსრულება.
მოსწავლეებმა, გმირებს მადლობა გადაუხადეს და მათ პატივსაცემად, ემოციური ღონისძიება წარადგინეს.
ბავშვებმა, ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე და გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა.
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში ტრაგედია დატრიალდა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 427 კი, დაშავდა. 9 აპრილი კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის გარდამტეხი თარიღი გახდა.
იხილეთ ფოტები: