საჩინოს თემის N2 სკოლაში, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი აქტივობები გაიმართა
11-04-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიებებსა და აქტივობებში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში ჯანმრთელობის მსოფლიო დღე სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით აღინიშნა.

აღნიშნულ დღეს ინგლისური ენის მასწავლებელმა - ხათუნა აბრალავამ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან (1-4 კლასი) ერთად იმუშავა და შექმნა პოსტერი, რომელიც ასახავს ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებს.

„მე-6 კლასის მოსწავლეებმა ხათუნა მასწავლებლის ხელმძღვანელობით მოიძიეს და გაუზიარეს სხვებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობები და აქტივობები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღნიშნულ დღეს სკოლაში საინტერესო აქტივობები ასევე ბიოლოგიის მასწავლებელმა - ანნა წულაიამ გამართა. მან VI-XI კლასების მოსწავლეებს შემეცნებით-საგანმანათლებლო გაკეთილი თემაზე- „რა არის ჯანმრთელობა და რატომ უნდა ვიყო ჯანმრთელი?“ ჩაუტარა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში - მათ გაიაზრეს პირადი ჯანმრთელობის აუცილებლობა, გაეცნენ სახელმწიფოსთვის მოსახლეობის ჯანმრთელობის (არაჯანმრთელობის) მნიშვნელობას.

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ განათლება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

მათ გაკვეთილის შეჯამებისას ჩამოაყალიბეს ჯანმრთელობის 4 პრინციპი, რომელიც უნდა დავიცვათ ყველამ: ჯანსაღი კვება, სპორტი, ჰიგიენა, „არა მავნე ჩვევებს“.

„ჩატარებული აქტივობები მჭიდრო კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებთან: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხარისხიანი განათლება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203