ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფოტომარათონში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
11-04-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და პროექტში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები ფოტომარათონში - „კადრის ფესტივალი“ მონაწილეობდნენ. ფოტოკონკურსი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, ბოტანიკური ბაღისა და საინფორმაციო პლატფორმა - „ჩემი მედიასახლის“ ინიციატივით ჩატარდა.

ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს.

„დღის მხატვრული ფოტოს“ გამარჯვებული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე - ანასტასია მიქავა გახდა, ხოლო ნომინაციაში - „საუკეთესო პეიზაჟი“ მეცხრეკლასელმა გიგი შუკვანმა გაიმარჯვა. მათ ფულადი პრიზი - 100-ლარიანი ვაუჩერი და დიმპლომები გადაეცათ.

გამარჯვებული მოსწავლეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მერის მოადგილეებმა და ბოტანიკური ბაღის დირექტორმა დააჯილდოვეს.

ასევე, ფესტივალში მონაწილეობისათვის დიპლომები გადაეცათ: მე-9 კლასის მოსწავლეებს: მურმან ძიგუას, ანანო თორდიას, ირაკლი ზაქარაიას და ირაკლი გოგილაშვილს.

„ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს აღნიშნულ მოსწავლეებს, მათ ხელმძღვანელს - მაია არახამიას პროექტში მიღწეულ წარმატებებს და მადლობას უხდის ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომლებს პროექტის ორგანიზებისათვის, ასევე მოსწავლეთა ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობისა და წახალისებისათვის. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას“, - აღნიშნავეს სკოლაში.

სკოლა მოსწავლეთა წარმატებას ყოველთვის უჭერს მხარს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203