
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია I კლასში ჩატარებული, აქტივობებით გაჯერებული საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „შეკრებისას ათეულის წარმოქმნა“. სასწავლო პროცესი, რომელსაც კლასის დამრიგებელი მაია სიხარულიძე ხელმძღვანელობდა, მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა. გაკვეთილი საინტერესო და სახალისო დავალებებით იყო გამდიდრებული.
ბავშვებმა მოდელირებით (ნახატების გამოყენებით) შეასრულეს მოქმედებები, ინდივიდუალური ბარათებით განიმტკიცეს ახალი მასალა .
„მსგავსი გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, ანალიზის საჭირო უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლის დირექციამ და ხარისხის მართვის ჯგუფმა გაკვეთილი დადებითად შეაფასა.
იხილეთ ფოტოები: