წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ პოსტერები შექმნეს
11-04-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათი სპორტულ აქტივობებში ჩართვას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, VIII კლასის მოსწავლეებმა, რუსული ენის გაკვეთილზე მოამზადეს პოსტერი თემაზე - „Здоровый образ жизни“.

მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ სურათები და ნახატები, რომლისთვისაც გამოიყენეს შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული ერთეულები.

მოსწავლებმა თავიანთი ნამუშევრებით, საზოგადოებასა და თანატოლებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდეს.

მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები სასკოლო სივრცეში განათავსეს.

მოზარდებმა, პოსტერის პრეზენტაციის დროს ისაუბრეს:

  • თუ რა არის საჭირო ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის;
  • რომელი საკვებითაა უმჯობესი ვიკვებოთ;
  • რა როლი უჭირავს სპორტს ჩვენს ცხოვრებაში;
  • რამდენი საათი უნდა ეძინოს ადამიანს;
  • რა ზიანი მოაქვს სწრაფ კვებას;
  • რა დაავადებებს იწვევს ეკრანზე დამოკიდებულება;
  • ნიკოტინის და ნარკონტიკის ზიანი ჯანმრთელობაზე;

მოსწავლეებმა, საუბრის დროს ყურადღება გაამახვილეს: ინტონაციაზე, მახვილზე და ჟესტიკულაციაზე, რაც საჯაროდ გამოსვლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203