„ტყე ჩვენი სიცოცხლის წყაროა“ - შთამბეჭდავი გაკვეთილი ნახშირღელის საჯარო სკოლის პირველ კლასში
11-04-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მოზარდებთან გარემოსდაცვით საკითხებზე აქტიურ საუბარს დიდი ყურადღება ეთმობა.

გამომდინარე აქედან, სკოლაში ტყის საერთაშორისო დღესაც არ ჩაუვლია აღნიშვნის გარეშე.

ამ დღესთან დაკავშირებით, პირველ კლასში, ბუნებაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, დამრიგებელ ქეთო ბრეგაძის ხელმძღვანელობით.

გაკვეთილის თემას - „ტყე ჩვენი სიცოცხლის წყაროა“, წარმოადგენდა.

პატარებმა, ტყის მნიშვნელობაზე ახალი და მათთვის უცნობი ინფორმაცია მიიღეს, ასევე გამოიკვლიეს და დაადგინეს თუ რა ტიპის ტყე არსებობს და როგორი დაცვა სჭირდება.

გაკვეთილის ფარგლებში, ორიგინალური აქტივობა ჩატარდა, მოსწავლეებმა ბიომრავალფეროვნება წარმოადგინეს და ერთგვარი „კლასის ტყე“, შექმნეს.

ასევე პედაგოგის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა სკოლის მახლობელ ტყეში გაისეირნეს და დაათვალიერეს ის რაზეც თეორიულად საუბრობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბუნებიდან დაბრუნებულმა, შთაბეჭდილებებით დატვირთულმა ბავშვებმა, ტყის თემატიკით მრავალფეროვანი ნახატები დახატეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203