ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გეზრბენის შეჯიბრში პირველობა მოიპოვეს 
12-04-2023

ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებით ასპარეზობენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადები“, ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრი, გეზრბენსა და მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა.

შეჯიბრი, 5 აპრილს, ქობულეთის რესურსცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლისა და ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის ხელშეწყობით გაიმართა.

გეზრბენში14 საჯარო სკოლა მონაწილეობდა, ხოლო მაგიდის ჩოგბურთში 4 საჯარო სკოლა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის პირველობა გეზრბენში საუკეთესო მაჩვენებლით, ჯემალ ქათამაძის სახელობის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლამ მოიპოვა.

მაგიდის ჩოგბურთში კი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლამ.

გეზრბენში მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილეს: ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლამ.

მაგიდის ჩოგბურთში მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს სეიდ გვარიშვილის სახელობის სოფელ ხალას და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლებმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203