ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯემალ ქათამაძის ხსოვნას პატივი ღონისძიებით მიაგეს პატივი
11-04-2023

ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო ღონისძიებები და პროექტები იმართება.

ამჯერად, სკოლის თვითმმართველობამ სამოქალაქო განათლების კლუბ - „დვრიტასთან“ ერთად, ღონისძიება ჩაატარა. 

ღონისძიება ეძღვნებოდა საზოგადო მოღვაწეს, ჯემალ ქათამაძეს, რომლის სახელობასაც სკოლა ატარებს. 

„საინტერესო ღონისძიებით კიდევ ერთხელ პატივი მივაგეთ ჩვენი კუთხისა და ქვეყნის გამორჩეულ ადამიანს ცნობილ პოეტს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, ჯემალ ქათამაძეს, ვის სახელსაც ატარებს ჩვენი სკოლა“.

ღონისძიებაზე მოსწავლეები ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოეწყვნენ და ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს. მათ ასევე კედლის გაზეთი შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და მრავალხმრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203