რუისის N2 სკოლაში, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
11-04-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, ამ მიმართულებით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობენ.
ამჯერად, რუისის N2 საჯარო სკოლაში, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობის გაზრდის მიზნით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“. ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობდნენ მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.
გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ წიგნები, ყველა მშობელი კი სკოლის დირექციისგან „შვილის აღზრდაში აქტიური მონაწილეობისათვის“ სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
„მშობლების უკუკავშირი იყო მოტივაციის მომცემი, მათ აღნიშნეს, რომ აქტივობის მიზანი სრულად იქნა მიღწეული, რომ ამ ღონისძიებით საფუძველი ჩაეყარა საინტერესო და პროდუქტიულ ურთიერთობებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მე-6 კლასის კლასის ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა ბეჟუაშვილი გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს