ნაკიფუს თემის N2 სკოლის მოსწავლეებმა ფეხბურთის შეჯიბრზე შესაძლებლობები წარმოაჩინეს
11-04-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა სპორტულ ცხოვრებაში ჩართვასა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.  

ნაკიფუს თემის სკოლებმა, სპორტული ღონისძიება დაგეგმეს, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა, სადაც ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ.

სპორტულ ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეჯიბრი დათოს და ვახოს სახელობის მოედანზე გაიმართა, სადაც მოსწავლეები სამომავლოდაც შეძლებენ თამაშს და მწვრთნელი ეყოლებათ.

შეჯიბრზე, ოთხივე სკოლის წარმომადგენელი შეიკრიბა, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვები სამახსოვრო საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის საწვრთნელი ბაზის, მე-6 კლასელი მოსწავლე გოგონა ჩხოროწყუში სათამაშოდ გაიწვიეს.

მოსწავლეებისთვის ღონისძიება შედეგიანი და სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა, ისინი მოუთმენლად ელიან მწვრთნელთან ერთად, აქტიური ვარჯიში დაიწყონ.  

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203