თბილისის N219 საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა
11-04-2023

თბილისის N219  საჯარო სკოლაში, შემეცნებითი ხასიათის პროექტი განხორციელდა, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა შეახსენა. 

პროექტი - „9 აპრილი“, საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის წევრებმა - მაია ავალიშვილმა და ლია იობაშვილმა, X კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარეს.

მოსწავლეებმა, 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, პოსტერი და ფლაერი შექმნეს, ასევე შემეცნებითი კონფერენცია მოეწყო და დოკუმენტური ფილმი „9 აპრილის საიდუმლო“, ნახეს.

პროექტის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას დაურიგეს ფლაერი და ტიტები, როგორც 9 აპრილის სიმბოლოა.

მოსწავლეებმა, პროექტით სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები, თავისუფლებისთვის მებრძოლი ერის ტრაგედია და მომავალი გამარჯვებისთვის გადადგმული, გარდამტეხი ნაბიჯი.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში ტრაგედია დატრიალდა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 427 კი, დაშავდა. 9 აპრილი კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის გარდამტეხი თარიღი გახდა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203