სამთაწყაროს საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეები - მანე სურმანიძე და ლუკა მახარაძე izrune.ge-ს ვარსკვლავთა რეიტინგში მოხვდნენ
11-04-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეები - მანე სურმანიძე და ლუკა მახარაძე izrune.ge-ს დიდი ოჯახის წარმატებული და ბეჯითი წევრები არიან. 

მოსწავლეები ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და საგანმანათლებლო, მამოტივირებელ ტესტებს დიდი ინტერესით ასრულებენ, შედეგიც სახეზეა. 

მანე სურმანიძე და ლუკა მახარაძე 2023 წლის მარტის შედეგების მიხედვით, izrune.ge-ს ვარსკვლავთა რეიტინგში მოხვდნენ.

III კლასის დამრიგებელი განგა ჩუხჩუხაშვილი. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.

„სკოლის დირექცია და სკოლა სიამაყით ვულოცავთ მანეს და ლუკას ამ წარმატებას ქალბატონ განგა მასწავლებელთან ერთად. გისურვებთ წარმატებას და წინსვლას ყველა პროექტში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203