„Stop Bullying“ - შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია 
11-04-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილებით შეისწავლიან.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში, პედაგოგ ზაირა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია თემაზე - „Stop Bullying“ წარადგინეს. მათ პრეზენტაციაზე მუშაობისას შემოქმედებითი უნარები და ცოდნა გამოავლინეს.

მოსწავლეებმა ასევე თემატური კედლის გაზეთი შექმნეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203