შავღელეს საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
11-04-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობა შეახსენა. 

9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ პატივსაცემად ლექსები წიაკითხეს.

სკოლაში, მათ ასევე პრეზენტაცია თემაზე - „როგორია დემოკრატიული სახელმწიფო?“ და „დემოკრატიის პრინციპები“ წარადგინეს.

მათ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

ღონისძიების ორგანიზატორი საზოგადოებრივი კათედრის წევრი - ისტორიის მასწავლებელი ქეთო ტარიელაძე გახლდათ.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203