ბოჭორმის საჯარო სკოლის ეზო მოსწავლე-მასწავლებლებმა გაალამაზეს
11-04-2023

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლის საზოგადოება სკოლის განვითარებასა და გალამაზებაზე მუდამ ზრუნავს.

ამჯერად, მოსწავლეებმა, პედაგოგების მხარდაჭერითა და დახმარებით, სკოლის ეზო გაალამაზეს.

ბავშვებმა დარგეს ყვავილები, შემოსაზღვრეს ლამაზი ქვებით და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს სკოლის კეთილმოწყობასა და გარემოს გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი ჰქონდეთ.

სწორედ ამ მიზნით, პედაგოგები და მოსწავლეები ერთობლივი ძალებით ცდილობენ ყველანაირი რესურსი გამოიყენონ და სასკოლო სივრცე მათთვის კომფორტულ და სასიამოვნო გარემოდ აქციონ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203