ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში ლიტარატურული თამაში გაიმართა
11-04-2023
ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
სკოლაში სტარტი აიღო ლიტარატურულმა თამაშმა - „წიგნების თარო“. თამაში მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და სახალისოა.
ბავშვები, პედაგოგთა დამსახურებით, ლიტარატურის სიყვარულით გამოირჩევიან, მსგავსი კონკურსებით კი ცოდნის წარმოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ. ამასთან კონკურსის მთავარი მისიაა მოსწავლეებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.