ლელოვნის საჯარო სკოლაში მოხალისეთა კლუბის ლიდერებს უმასპინძლეს
11-04-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის შეხვედრები იმართება.

ამჯერად, სკოლაში სტუმრად არასამთავრობო ორგანიზაცია - „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისეთა კლუბის ლიდერები: თათია მსხვილიძე, ხატია მსხვილიძე და მოხალისე: რატი ენდელაძე იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე მათ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ საქმიანობა განიხილეს.

ასევე ისაუბრეს მოხალისეთა პლატფორმაზე - Youthvolunteering.ge-ზე დარეგისტრირების შესახებ, წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდოს მოპოვების ეტაპებსა და ნომინირებაზე.

შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო, მოსწავლეთა კითხვებს სტუმრებმა ამომწურავი პასუხები გასცეს. მათ დღე საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.

„მადლობა ლელოვნის საჯარო სკოლის საზოგადოებას ჩვენთან თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით დიდი მადლობა, სკოლის დირექტორს ბატონ - ჯაბა წითაშვილს“, - აღნიშნავს კლუბის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203