დაბა სიონის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყო
11-04-2023
თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და სლოგანის - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ გაერთიანდნენ.
მათ ასევე თემატური პლაკატები, სხვადასხვა საინტერესო ნამუშევარი, კედლის გაზეთი შექმნეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს სინდრომის მქონე ადამიანებს.
„ჩვენი სიყვარული, თანადგომა და მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს