ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით, საინტერესო შეხვედრა გაიმართა
11-04-2023
წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და სხვადასხვა საკითხზე მათი ცნობიერების მიზნით არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.

24 მარტს, სკოლაში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს - დავით სიმონიას და სამსახურის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლეს. 

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგნლებმა სკოლაში გამართეს შეხვედრა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით და მოსწავლეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია სამსახურის სერვისებისა და პროექტების შესახებ. ასევე მოზარდებთან ერთად მიმოიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ბულინგი, ინკლუზიური განათლება, ტოლერანტობა, გენდერული თანასწორობა და სხვა.

სამსახურის იურისტმა - მარიამ ოყრეშიძემ პრაქტიკული სავარჯოშოების გამოყენებით, ბავშვებს მისცა შესაძლებლობა, რომ ჩართულიყვნენ დისკუსიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203