პატრიკეთის საჯარო სკოლაში „მათემატიკის კვირეული“ მოეწყო
11-04-2023
გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში „მათემატიკის კვირეული“ ჩატარდა, რომელიც მე-3 კლასის მოსწავლეებმა თემით - „გამონათქვამები მათემატიკაზე“ გახსნეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მესამეკლასელთა შემდგომ, კვირეულში მე-4 კლასის მოსწავლეები თემით - „ვინ უკეთ იცის გამრავლების ტაბულა?“ ჩაერთნენ, სადაც მათ შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს.

 შემდეგ მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები ვიქტორინაში მონაწილეობდნენ.

კვირეულში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი მე-7 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც სახელმწიფო ნაკრძალებზე მოიძიეს ინფორმაცია, გაიგეს მათი ფართობი და ისინი პროცენტით გამოთვალეს.

კვირულის ფარგლებში ასევე მე-8 კლასის მოსწავლეებმა იაქტიურეს.

მერვეკალსელებმა აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, ბუკლეტი დაამზადეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ Power Point-ში ააწყვეს პითაგორას ბიოგრაფიასა და თეორემაზე პრეზენტაცია, რომელიც კლასში წარადგინეს. მოსწავლეებმა ასევე, პითაგორას შორტებზე ნახატები შექმნეს და კედლის გაზეთი გამოსცეს.

აღსანიშნავია, რომ კვირეულში მონაწილე ჯგუფები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203