ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლე - ნუნუ გოგნაძე საინტერესო ფოტოკონკურსში მონაწილეობდა
11-04-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის VIII კლასის მოსწავლე - ნუნუ გოგნაძე ფოტოკონკურსში „ბიოფილია - 2023“ მონაწილეობდა.

მერვეკლასელმა კონკურსზე საინტერესო ფოტო წარადგინა. ფოტო ასახავს შაშვის ბუდეს. სწორედ ეკოსისტემაში შაშვის ბიოლოგიურ როლზე საუბრობს მოსწავლე ფოტოს აღწერისას. 

„შაშვი - ფრინველთა გვარი შაშვისებრთა ოჯახისა, მონოგამიური ფრინველია. შაშვები ბუდობენ ცალკეულ წყვილებად ან პატარა კოლონიებად ხეებზე, ბუჩქებსა და მიწაზე. მათი ბუდე მასიური და ჯამისებურია. მისი მშენებლობის დროს მასალებს ჩვეულებრივ თიხით ან მიწით ამაგრებენ. სეზონზე 1–2 (იშვიათად 3) ბუდეს აკეთებენ და თითოეულში 4–7 კვერცხს“,- ასეთი მინაწერი ახლავს ფოტოს. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსის მიზანი ბიოლოგიის საგნის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლება იყო. ასევე მოსწავლეებში აღწერის, დაკვირვების, ანალიზის, მსჯელობის უნარების განვითარება და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შეფასება.  

კონკურსში ძიმითის საჯარო სკოლასთან ერთად ჩართული იყო ზემოსურების საჯარო სკოლა. მასწავლებელი გიორგი ზამბახიძე.

მსგავსი კონკურსები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

 იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203