
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. აღნიშნულ დავალებებს მოსწავლეები და პედაგოგები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, შესაბამისად სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ამჯერად, ქართული ენისა და ხელოვნების საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე მე-3 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს.
მოსწავლეებისთვის დავალება მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ბავშვებმა, დავალების ფარგლებში, დიორამები შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: