ერისიმედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაშის რეგიონალურ ტურში პირველი ადგილი დაიკავეს
11-04-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობენ და სკოლის შიდა თუ გარე კონკურსში რთავენ.
მოსწავლეებიც აქტიურობითა და მონდომებით გამოირჩევიან, რაც მათ მიღწევებზე აისახება.
ამჯერად, მოსწავლეებმა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ მეორე ტურში წარმოაჩინეს შესაძლებლობები და რეგიონალურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს