
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს.
აღნიშნული ღონისძიებაზე მათ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ადამიანები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიების მიზანი, სწორედ 9 აპრილს დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა იყო.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრდა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ვიდეო: