საჯიჯაოს N2 და საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლების მოსწავლეები მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში მონაწილეობდნენ
10-04-2023
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 და საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ზონალური სპორტული ღონისძიება მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა. ის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლმა თეიმურაზ ნანეიშვილმა დაგეგმა. ღონისძიების მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მონაწილეებს მედლები და სიგელები გადაეცათ.

როგორც სკოლაში ამბობენ, პირველი ადგილის მფლობელი გოგონებს შორის ლორიტა შეროზია გახდა, ბიჭებს შორის კი აკაკი ესებუა. მეორე ადგილზე გავიდნენ მონიკა ადამია და ლუკა გუჯაბიძე, მესამე ადგილი კი ლიზი გუჯაბიძეს და აკაკი თირქიას ხვდათ წილად.

„ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლა პროექტში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლას, ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლას და ბიის საჯარო სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203