ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, სხვადასხვა ზღაპრის გმირის როლი მოირგეს
10-04-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ.

ამჯერად, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე მე-3 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ნინო ბერიძის ხელმძღვანელობით,  იმუშავეს, რომლის მე-3 ეტაპი მოიცავდა - „ზღაპრის გმირების მეჯლისს“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ზღაპრის გმირების „გამოცნობანა“ ითამაშეს და მათ შესახებ ისაუბრეს. განიხილეს თუ რომელი ზღაპრის გმირები არიან და რატომ, რომელი საქციელის (თავგადასავლის) გამო აირჩიეს ის. 

მოსწავლეებმა აღნიშნული როლები შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„გაკვეთილის დასასრულს გაიმართა „ზღაპრის გმირების მეჯლისი“,  ბავშვები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ ამ აქტივობით და დავალებით“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას ზრდის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203