შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ 9 აპრილთან დაკავშირებით, პატრიოტული ღონისძიება გამართა
10-04-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში, 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ მოაწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი პატივისცემა იმ გმირების მიმართ, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას თავი შესწირეს.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ 9 აპრილი საქართველოს ტრაგიკულ მოვლენებთან ერთად, დიდი ისტორიული მონაპოვარიც არის.

ბავშვებმა ნახატები შექმნეს, ვიდეოპრეზენტაცია წარადგინეს და პატრიოტული ლექსები წაიკითხეს.

სკოლისთვის, ღირსეული მამულიშვილებისა და ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული თაობის აღზრდა - უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203