„ბუნების შვილები“- ბეკამის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
10-04-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს დიდი მონდომებითა და ინტერესით ასრულებენ.
ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, პედაგოგ თამარ ქუშაშვილის ხელმძღვანელობით, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია მოაწყვეს.
დავალების თემა იყო „ბუნების შვილები“. მოსწავლეებმა დავალებისთვის სხვადასხვა რესურსი - პლასტელინი, ფერადი ფურცლები, მუყაო და სხვა მასალები გამოიყენეს. მათ ცხოველები და ფრინველები გამოძერწეს, შემდეგ თავიანთ დამზადებულ ზოოპარკის ტერიტორიაზე განალაგეს.
მოსწავლეებს ბუნებასთან მიახლოებული ფერები და მარტივი გეომეტრიული ფიგურები ჰქონდათ წარმოდგენილი.
„მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესით იყვნენ ჩაბმულები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს