გორის N3 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა
10-04-2023
გორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ისტორიის პედაგოგ ლელა ზერეკიძის ხელმძღვანელობით, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს ღონისძიება მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა სამშობლოსთვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„ხეებზე გაკრული ლექსებით დასტიროდა საქართველო თავის შვილებს, თავისუფლების დროშა კი ამაყად ფრიალებდა რუსთაველზე გაშლილი ტიტების ზღვაში". 
საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასაწაყისი არის 9 აპრილი. 9 აპრილი ქართველი ხალხის გამარჯვებაა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203