სალიბაურის N2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობდნენ
10-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფორუმში - „ახალგაზრდები სოფლის განვითარებისთვის“, მონაწილეობდნენ. 

ფორუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივით გაიმართა. მასში 30 ახალგაზრდა მონაწილეობდა.

მასში ჩართულობისთვის ახალგაზრდებს სერტიფიკატები და ენციკლოპედიები გადაეცათ. მათ შორის იყვნენ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები: ლიზა ბერძენიშვილი, რეზო შარაშიძე, მამუკა ქამაშიძე და ქეთი შაინიძე. 

ახალგაზრდულ ფორუმს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაზა შავაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე, მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა  -ზაზა დიასამიძემ, მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და არსებულ გამოწვევებზე პრიორიტეტები წარადგინა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - თენგიზ ირემაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარადგინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203