მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეები გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენებასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს გაეცნენ
10-04-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას. სწორედ ამიტომ, ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტში ერთვებიან და საინტერესო შეხვედრებს ესწრებიან.

ამჯერად, მანავის საჯარო და საგარეჯოს N3 სკოლების მოსწავლეები შინაგან საქმეთა სამინისტროს ესტუმრნენ.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112-ის“ პროექტის - „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“ ფარგლებში, 112-ის წარმომადგენელმა მოზარდებს გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები გააცნო.

როგორც სკოლის პედაგოგი - მაია დიდებულიძე გვიყვება, ბავშვებმა ინფორმაცია მიიღეს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ მსგავსი შემთხვევების დროს და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან.    

112-ის წარმომადგენელმა მოსწავლეებს ასევე განუმარტა არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და სანქციები, რომლებიც ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაშია გათვალისწინებული.

პედაგოგი - მაია დიდებულიძე 112-ის წარმომადგენლებას მადლობას უხდის მასპინძლობისთვის.

მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებს საჭირო ინფორმაციებს აცნობს, რაც მათ მომავალში დაეხმარება.

იხილეთ ფოტოები: 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203