
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე შემეცნებითი აქტივობით აღინიშნა.
მდგრადი განვითარების მე-6 მიზნიდან - „სუფთა წყალი და სანიტარია“, გამომდინარე, კლუბის წევრებმა, მოაწყვეს შეხვედრა, თემაზე - „წყალი სიცოცხლის ელექსირი“.
შეხვედრის დასაწყისში კლუბის კოორდინატორი, ბავშვებს წყლის თვისებებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა ასევე, გამოიყენა თვალსაჩინოება, თუ როგორ მოძრაობს წყალი.
ბავშვებმა სიმბოლურად სახეზე წყლის წვეთი დაიხატეს და წყლის ცირკულაციასა და ეკონომიურად მოხმარების შესახებ, შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია წარადგინეს.
შეხვედრის მთავარი საკვანძო კითხვა გახლდათ: რა საჭიროებას ხედავ წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით, შენს გარშემო?
მოსწავლეებმა, დისკუსიის ფორმატში საჭირო კითხვები დასვეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბის წევრები „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ დაგეგმილ პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი.
იხილეთ ფოტოები: