იანეულის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე მარიამ ცინცაძე ლეპტოპით დაჯილდოვდა
10-04-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ცინცაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მას ლეპტოპი, ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის გადაეცა. ის ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეა.
დაჯილდოების ცერემონიალს, მოსწავლეებთან ერთად, მშობლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები ესწრებოდნენ.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„იანეულის საჯარო სკოლის სახელით ვულოცავთ მარიამს. წარმატებას და ვუსურვებთ, კიდევ მრავალჯერ ესახელებინოს ჩვენი სკოლა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს