„ღმერთო, დაიფარე საქართველო“- მთისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, 9 აპრილთან დაკავშირებით, პოსტერი შექმნეს
10-04-2023
შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მთისუბნის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, თემატური აქტივობები გაიმართა.
მოსწავლეებმა სამშობლოსთვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, დოკუმენტურ მასალებსა და ფილმს გაეცნენ, შემდეგ კი პოსტერი - „ღმერთო, დაიფარე საქართველო“, მოამზადეს. მათ 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობებში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მათ აზრი დააფიქსირეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს