„წებოს შექმნა“- დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
10-04-2023
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას არერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ქიმიის მასწავლებლის - თინათინ ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „წებოს შექმნა“, განახორციელეს.
პროექტის მიზანი ეკოლოგიურად სუფთა, იაფი და ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტის მიღება იყო.
შედეგად მოსწავლეებმა სამი სახის წებო დაამზადეს, რისთვისაც სამი სხვადასხვა ცხიმიანობის რძის ნიმუში გამოიყენეს. მათ აქტივობა ქიმიის ლაბორატორიაში განახორციელეს.
გარდა ამისა, საშინაო დავალებადაც წებოს მიღება ჰქონდათ, რაც მთელი ენთუზიაზმით და სიხარულით შეასრულეს. მოსწავლეებმა წებო რძისგან შექმნეს, ცილა კაზეინის როლი კი, ბიოლოგიის მასწვლებლის თეა კოზმავას ხელმძღვანელობით, გააცნობიერეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს