ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს
10-04-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის დაწყებით კლასის პედაგოგმა - თეა მოდებაძემ მე-3 კლასის მოსწავლეებთან 9 აპრილთან დაკავშირებით, საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა განახორციელა.
მოსწავლეებმა სამშობლოსთვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, მათ 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს, თემატური ნამუშევრები მოამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობებში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მათ აზრი დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. იხილეთ ფოტოები:
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს