„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“- ქვემო სობისის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო შეხვედრა თუ აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წამომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მათ თემაზე - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“, ისაუბრეს.
შეხვედრის მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება იყო. ღონისძიებამ წარმატებით, ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
იხილეთ ფოტოები: